მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„გუშინ მომაწოდეს დადასტურებული დოკუმენტები, რომ კომპანია „რიკოს" დამფუძნებლებში არაა ქუმსიშვილი და არც კავშირი აქვს, არ გაპროცენტებასთან, ქართული მიწის 100% დალომბარდებულია სააკაშვილის ხელისუფლების მიერ, რათა ის შემდგომში გადაცემულიყო ირანელებზე და არაბებზე. რაც შეეხება უკვე გასხვისებულ მიწას, მთლიანად გაყიდულია სააკაშვილის მმართველობის დროს (ინფორმაციით თემურ ალასანიას პატრონაჟით) და ამაზე არავის პასუხი არ უგია. მოვუწოდებ მთავრობას შეიქმნას პატრიოტული ფონდი, რომელიც დაიწყებს უცხოელებზე მიყიდული მიწების საქართველოსთვის დაბრუნებას. სწორედ ეს იქნება ილიას გზა!!!" - წერს ბრეგაძე.