logo_geo
eng_logo
გურიაში თანამედროვე უალკოჰოლო სასმელების ახალი საწარმო გაიხსნა
- +

24 ივნისი. 2017. 20:03



თანამედროვე უალკოჰოლო სასმელების ახალი საწარმო გურიის რეგიონში, სოფელ ნაბეღლავში დღეს გაიხსნა.


ცერემონიას ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი ნინო წილოსანი ესწრებოდა. მმართველი გუნდის დეპუტატმა ახალი საწარმოს გახსნა ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა.

 

„წყალი მარგებელი" არის კომპანია, რომელმაც გააერთიანა თანამედროვე ტექნოლოგიები, ქართული სული და გურიის მთების ანკარა წყაროს უნიკალური რესურსი, და აი ასე შექმნა პროდუქტი, რომელიც უკვე წლებია როგორც რაიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკას აძლიერებს. სწორედ ეს არის ბიზნესის წარმატებული მოდელი. მიხარია, რომ კომპანია მუდმივად ვითარდება და უკვე ცნობილ ავსტრიულ კომპანიასთან ერთად უალკოჰოლო სასმელების წარმოებას ამატებს. დღევანდელი დღე უდაოდ მთელი ქვეყნის წარმატებაცაა, რადგან სწორედ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ სახარბიელო ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შექმნას, რაც ბიზნეს სექტორის გაფართოებას უწყობს ხელს", - განაცხადა წილოსანმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner