იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი მიქაუტაძე ლევან მურუსიძეს შეცვლის.
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა.
გიორგი მიქაუტაძე ამ დრომდე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა. როგორც მან კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევის შემთხვევაში სასამართლოს თავმჯდომარეობის თანამდებობას დატოვებს.