logo_geo
eng_logo
ეგვიპტე საუდის არაბეთს წითელ ოკეანეში კუნძულებს გადასცემს
- +

24 ივნისი. 2017. 22:34




ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფიტაჰ ას-სისიმ საზღვაო საზღვრების დემარკაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის მიხედვითაც წითელ ოკეანეში მდებარე კუნძულები - ტირანი და სანაფირი საუდის არაბეთის კუთვნილებაში რჩება. ინფორმაციას Reuters მთავრობის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.


დოკუმენტი ძალაში ერ-რიადის მთავრობის მეთაურის ხელმოწერის შემდეგ შევა.


ეგვიპტის უმაღლესმა საკონსტიტუციო სასამართლომ 21 ივნისს კუნძულების გადაცემის შესახებ ყველა მანამდე არსებული სასამართლო გადაწყვეტილება შეაჩერა.


ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ ორმხრივი შეთანხმება კუნძულების გადაცემის შესახებ არ ცნო და თავისი ვერდიქტით ეგვიპტის ხელისუფლებას გასაჩივრების საშუალებაც არ დაუტოვა.


ამ შეთანხმებას ხელი 2016 წლის აპრილში ეგვიპტეში საუდის არაბეთის მეფის სტუმტობის დროს მოეწერა. პფიციალურმა კაირომ მაშინ განაცხადა, რომ კუნძულები საუდის არაბეთს ეკუთვნის, უბრალოდ, მათი თხოვნით ისინი ეგვიპტის მფარველობის ქვეშ იყვნენ 1950 წლიდან.


ამ განცხადებამ ეგვიპტელების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც საპროტესტო აქციებიც მოჰყვა.  


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner