logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძე: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება
- +

24 ივნისი. 2017. 22:55



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულმა მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სასამართლო გადატვირთულია საქმეებისგან და ის პირველ რიგში, სწორედ სასამართლოს განიტვირთვას შეეცდება.

 

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ცვლილებები აუცილებლად იქნება. პრობლემური საკითხები, რა თქმა უნდა, არსებობს, სასამართლო გადატვირთულია და ნომერ პირველი გამოწვევა ალბათ არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს დროულად მივაწოდოთ ეს სერვისი. სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ელოდება და ამ მიმართულებით ყველაზე აქტიურად ვიმუშავებთ. პრიორიტეტული იქნება ის, რომ სასამართლო განიტვირთოს ჯერ საქმეებისგან და შემდგომ უკვე მივხედავთ სხვა საკითხებსაც", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად გიორგი მიქაუტაძე აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას მხარი საბჭოს 246 წევრმა დაუჭირა, მეორე კანდიდატს რევაზ ნადარაიას კი 25 ხმა ჰქონდა. გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტი 4 წლის ვადით ჩაიბარა. მან ლევან მურუსიძე შეცვალა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner