logo_geo
eng_logo
კარლო კოპალიანი: ჩვენისთანა პატარა ერისათვის ეს გენოციდის ტოლფასია!
- +

24 ივნისი. 2017. 23:22


 

„ძალიან დიდ აფსურდში ვართ, როცა პარლამენტში კანონმდებლებს მარიხუანის გრამებზე გვიწევს მსჯელობა, ამ დროს კი ჩვენი ისედაც მცირერიცხოვანი ერი ლამის დემოგრაფიული გადაშენების გზა ადგას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.


„ყველამ კარგად იცის, რომ მარიხუანა მავნე ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფსიქიკაზე, ზოგადად, მის მომავალზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თანაც, მარიხუანის მომხმარებელთა დიდი უმრავლესობა დროთა განმავლობაში მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადის და საბოლოოდ იღუპავს თავს, რაც ჩვენისთანა პატარა ერისათვის გენოციდის ტოლფასია!" - განაცხადა კარლო კოპალიანმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner