logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: აბა, სხვა რომელი „საფეხურიდან" უნდა გათვალონ გარეკილი ბელადის „შვილებმა"?
- +

24 ივნისი. 2017. 23:22



ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელის კობა ხაბაზის მიერ ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ადამიანები, რომლებიც სრულიად დამოკიდებულნი არიან ჭკუანაღრძობ და მოხეტიალე ბელადზე, იმაშიც კი ვერ შეთანხმდნენ, ერთ „თარგზე" მოჭრან თავიანთი ოცნება...

 

საქმე ის კი არაა, ვინ ავადაა, ვინ კარგად და არც ის, წინასაარჩევნოდ სხვა გზა რომ არა აქვთ მავანთ, საქმე ისაა, რომ ყველა თავისი გადმოსახედიდან აფასებს ხალხს თუ მოვლენებს - ამიტომაა, რომ მავანთ ჰგონიათ, ერი ივანიშვილს ბელადად მიიჩნევს და ამიტომაა, რომ ჩვეულებრივი მოვლენა, ადამიანის ავად გახდომა (ან თუნდაც კარგად ყოფნა) რასაც ჰქვია, აქციეს მთავარ „ნიუსად"...

 

აბა, სხვა რომელი „საფეხურიდან" უნდა გათვალონ გარეკილი ბელადის „შვილებმა"?

 

აცალეთ, ამათაც გარეკონ, დაეწიონ და გაუსწრონ ბელადს", - წერს დარეჯან მეფარიშვილი.


http://cyc.ge/



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner