logo_geo
eng_logo
თომას ედისონის მასწავლებლის წერილი და მხოლოდ წლების შემდეგ გაგებული სიმართლე
- +

7 აპრილი. 2016. 15:58


 


თომას ედისონმა ერთხელ თქვა: „ყველაზე სწორი გზა წარმატებისკენ - მუდმივი გონებრივი ვარჯიშია". მისი ბიოგრაფიიის შესწავლის შემდეგ მიხვდებით, რომ ის ჭეშმარიტად მართალი იყო. თუმცა ყველამ არ იცის, რომ თავის წარმატებას ედისონი დედას უნდა უმადლოდეს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა მისი.


ერთხელ, პატარა ედისონმა, როდესაც სკოლიდან შინ დაბრუნდა, დედას მასწავლებლის წერილი გადასცა. დედამ უმიზეზოდ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი ბავშვს წერილი ხმამაღლა წაუკითხა: „თქვენი შვილი - გენიოსია. ჩვენს სკოლას არ აქვს შესაბამისი პროგრამა და არც შესაბამისი მასწავლებლები ჰყავს, თქვენს შვილს რაიმე განსაკუთრებული რომ ვასწავლოთ, ამიტომ შეგიძლიათ სახლში ამეცადინოთ".


დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ედისონი (იმ დროისთვის ედისონი უკვე აღიარებული იყო როგორც საუკუნის გამომგონებელი) მის ნივთებს ათვალიერებდა და დღიურში წერილი იპოვა, სადაც ეწერა: „თქვენი შვილი გონებრივად ჩამორჩენილია. ჩვენ არ შეგვიძლია, ვასწავლოთ მას სხვებთან ერთად სკოლაში. ამიტომ გაძლევთ რეკომენდაციას, ამეცადინოთ სახლში".

 

ედისონი დიდხანს ტიროდა, შემდეგ კი საკუთარ დღიურში ჩაწერა: „თომას ალვა ედისონი იყო გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვი. მაგრამ გმირი დედის წყალობით გახდა თავისი საუკუნის უდიდესი გენია".


წყარო: news.vitube.ge

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner