logo_geo
eng_logo
ლონდონმა პარლამენტზე კიბერშეტევა დაადასტურა
- +

25 ივნისი. 2017. 01:00




დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაადასტურა, რომ მის კომპიუტერულ სისტემაზე ნამდვილად განხორციელდა კიბერშეტევა.

 

„ჩვენ აღმოვაჩინეთ არასანქცირებული შეღწევის მცდელობები პარლამენტის ქსელის მომხმარებელთა აღწერილობით ჩანაწერებში. ვაწარმოებთ ამ ინციდენტის გამოძიებას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრთან", - ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტში ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ ყველა სისტემის დაცვის საშუალება. მიუხედავად ამისა, სიფრთხილისთვის დროებით მაინც შეიზღუდა ქსელზე დისტანციური წვდომა.


დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე კიბერთავდასხმა რამდენიმე საათის წინ დაიწყო


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner