logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: ქართველებს მადლობის ნაცვლად სამაგიეროს ასე გვიხდიან...
- +

25 ივნისი. 2017. 01:31




პირტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს ეხმაურება და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობს. როგორც მოროშკინა განმარტავს, მუსტაფაევას ევროპარლამენტში გამოსვლა დაკავშირებულია იმ ლობისტებთან, რომლებიც ნაცმოძრაობის ქება-დიდებით გამოირჩევიან.


„ნებისმიერი ქართველისთვის უმძიმესი მოსასმენი და სანახავია ის, როცა აზერბაიჯანული ოჯახი, რომელიც საქართველოში სამი წლის განმავლობაში განცხრომით ცხოვრობდა, ევროპარლამენტში საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს და მოითხოვს, აფგან მუხთარლის გატაცების გამო განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ საქართველო დაისაჯოს! ვგულისხმობ ლეილა მუსტაფაევას გამოსვლას და თითოეული ქართველისთვის ერთხელ და სამუდამოდ ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ეს ფაქტი! ქართველებს მადლობის ნაცვლად სამაგიეროს ასე გვიხდიან...

 

ძალიან კარგად ვიცნობ ევროპარლამენტის მუშაობის სპეციფიკას და ასე უცბად იქ განცხადებების განხილვა არ ხდება. გვახსოვს 7 ნოემბერი, გვახსოვს უამრავი გახმაურებული საქმე, გვახსოვს სანდრო გირგვილიანი, ბადრი პატარკაციშვილი, გურამ შარაძე, გვახსოვს, როგორ იბრძოდა ქალბატონი ია მეტრეველი, მაგრამ წლები დასჭირდა ამ საქმეების ევროპარლამენტამდე მისვლას. ამ ყველაფრის ფონზე ლეილა მუსტაფაევა უცბად დღე-ნახევარში ევროპარლამენტში მიიწვიეს, სადაც ის ევროპარლამენტარებს შეხვდა და საქართველოს წინააღმდეგ უმწვავესი პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ევროპარლამენტში ლობისტების გარეშე ასე უცბად არავინ მიგიწვევს!

 

მუხთარლისა და მუსტაფაევას ლობისტები არიან ის პოლიტიკანები და ჯიბის ჟურნალისტები, რომლებიც სააკაშვილთან მშვენივრად გრძნობნენ თავს და „ნაციონალურ მოძრაობას" უსირცხვილოდ ასხამდნენ ქება-დიდებას... მუხთარლის საქმე ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს უწყობენ!", - განაცხადა ლალი მოროშკინამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner