logo_geo
eng_logo
თურქეთში სკოლის სახელმძღვანელოებიდან დარვინის თეორიას ამოიღებენ
- +

25 ივნისი. 2017. 02:07



თურქეთის განათლების მინისტრის ისმეტ იილმაზის ინიციატივით, სასკოლო პროგრამიდან დარვინის თეორიას ამოიღებენ. თურქი ჩინოსნების აზრით, დარვინის თეორია გასაგებად ძალიან რთულია. თურქეთის მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელებში ქარიშხალი დაატრიალა. ამაზე წერს დასავლური პრესაც.


ამ გადაწყვეტილებისთვის ხელისუფლება ჯერ კიდევ წლის დასაწყისიდან ემზადება.


ახალი პროგრამის თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოებიდან ამოიღებენ ასევე ისეთ ცნებებს, როგორებიცაა სეკულარიზმი, რეინკარნაცია, ათეიზმი. ახალ სასკოლო პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს გაკვეთილები, რომლებიც მიეძღვნება 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ნაკლები ადგილი დაეთმობა თურქული სახელმწიფოებრიობის დამფუძნებელს ქემალ ათათურქს, რომელიც რელიგიურ დოგმებს პოლიტიკისგან მიჯნავდა.


იდეის ოპონენტები თვლიან, რომ ქვეყანა შუა საუკუნეებში ბრუნდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner