logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე ხატია დეკანოიძეზე: უკრაინაში რომ იყო წასული, იქაურობა ხომ ააშენა და ახლა ჩვენც აგვაყვავებს...
- +

25 ივნისი. 2017. 03:17



„ნაციონალურმა მოძრაობამ" ქუთაისის მერობის კანდიდატად, შესაძლოა, ხატია დეკანოიძე წარადგინოს.


როგორ ხვდება ქუთაისი დეკანოიძის მერობის კადიდატობას და უნდა ჰქონდეს თუ არა ხატია დეკანოიძეს ქუთაისელთა მხარდაჭერის იმედი? ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ქუთაისის მკვიდრმა ომარ ნიშნიანიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ისაუბრა.

 

„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ვინც არ უნდა იყოს ის, ქუთაისი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს და მეორეც - ხატია დეკანოიძე, საერთოდ ვინ არის?! უკრაინაში რომ იყო წასული, იქაურობა ხომ ააშენა და ახლა ჩვენც აგვაყვავებს.

 

სიმართლე გითხრათ, დეკანოიძის ქუთაისელობა არასოდეს გამიგია. ისე, ერთ დროს, სანდრა რულოვსიც გაიძახდა, ქუთაისელი ვარო. მოგეხსენებათ, სანდრა სანამ სააკაშვილის ცოლი გახდებოდა, რამდენიმე წელი საფიჩხიაზე ცხოვრობდა და, სხვათა შორის, კარგ მდგომარეობაშიც იყო. დეკანოიძესაც „გავლით" აქვს კავშირი ქუთაისთან", - განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner