logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა ელისო კილაძეს: „ფინიტა ლა კომედია“, შენ აღარ არსებობ!
- +

25 ივნისი. 2017. 12:47


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მისამართით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არც კვირა აქვს ამ ავყია ქალს და არც შაბათი, დილიდან ახალი ბრალდებების კასკადი დაიწყო, ჩემი შვილის ნარკოტიკები და შავი პიარი ჯღარკავამ და ქოცნახირმა ააგორაო! ელისტრახო, 2009-ში სააკაშვილის რეჟიმის დროს რომ ნარკოტიკებზე დააკავეს შენი ვაჟი, მაშინ ნაცნახირი გებრძოდა ალბთ არა? შენი არსებობაც კი არ იცოდა მაშინ საქართველომ და დედამიწა შენს ირგვლივ არ ტრიალებს! შენ ხარ ერთი ჩვეულებრივი, ყველა სიბინძურეზე ხელისმომწერი ქალი, რომელიც ყველა მთავრობას რაღაც ეტაპზე ჭირდები და წარმატებით გაკეთებინებდნენ სიბინძურეებს, ერთნაერად სძულხარ „ოცნებასაც" და „ნაცებსაც", პატრიოტებსაც და უპარტიოებსაც, იმდენად ბინძური ხარ, რომ შენთან ღია ომს ერიდებიან, ისევ იმ ჭაობის გამო, რომელშიც ზიხარ, რადგან გასვრა არ უნდათ და ამიტომაც, რამდენიმე ადამიანი შემოგყევით შენს ბინძურ ომში! გაგვსვარე ყველა, მაგრამ შენი საბოლოო ლუსტრაციისთვის ღირდა ეს ყველაფერი! დღეს აღარავის ჭირდები და ცდილობ იფაფხურო, რომ იქნებ ვინმე ხელმოცარულმა კვლავ გამოგიყენოს და საჭიროდ იგრძნო თავი! „ფინიტა ლა კომედია", შენ აღარ არსებობ!" - წერს ნინო ჯღარკავა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner