ისრაელის ხელისუფლების მიერ სირიის ქუნეიტრას პროვინციაში განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა, სამოქალაქო პირების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ სირიის მთავრობამ განაცხადა.
ავიადარტყმების ამსახველი ვიდეომასალა ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და აღნიშნა, რომ მათ სირიის სამხედრო პოზიციები დაბომბეს. მათივე ცნობით, სირიის სამხედრო არტილერია ცეცხლის გასახსნელად ემზადებოდა.