ლონდონის აღმოსავლეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე 10 სახანძრო მანქანა და 72 მეხანძრე იყო მობილიზებული.
ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბოლო პერიოდში ლონდონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსებში ხანძრის საფრთხე მაღალია. 14 ივნისს „გრენფელ თაუერში" გაჩენილი ხანძრის შემდეგ, რასაც სულ მცირე 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ლონდონში შენობების უსაფრთხოების შემოწმება დაიწყეს.
ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე „ლონდონ თაუერის" საცხოვრებელი კომპლექსიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივმა მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კომპლექსის უსაფრთხოება შემოწმდა და აღმოჩნდა, რომ შენობაში უსაფრთხოების ზომები სათანადოდ დაცული არაა.