BBC-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილ პრეზიდენტს ბარაქ ობამას აკრიტიკებს.
ტრამპი ობამას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმების შესახებ ინფორმაციას 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ფლობდა, თუმცა პრევენციისთვის არაფერი გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კიბერთავდასხმების თავიდან ასაცილებლად, სპეციალური კომისია შეიქმნა. შესაბამის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტმა უკვე მოაწერა.