logo_geo
eng_logo
არნო ხიდირბეგიშვილი: ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, სააკაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ქართველები ჩარია!
- +

7 აპრილი. 2016. 16:05



„ასავავალ-დასავალმა" რუბრიკა „კვირგვინოსნებში" გამოაქვეყნა „საქინფორმის" მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის განცხადება, რომელშიც ის სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრობს და ამბობს, რომ სააკაშვილი ამას სათავისოდ გამოიყენებს.



„დონბასში მებრძოლ „ქართულ ეროვნულ ლეგიონს" მამუკა მამულაშვილის მეთაურობით სომეხი სააკაშვილი ყარაბაღში აგზავნის - აზერბაიჯანის არმიის დასახმარებლად. აზერბაიჯანს დახმარება თურქეთმაც აღუთქვა. ამგვარად, საქართველოს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, სააკაშვილმა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ქართველები  ჩარია, რომლებიც თურქებთან ერთად დახოცავენ სომხებს. შედეგად საქართველოში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის შეტაკებები დაიწყება, მამულაშვილის ბატალიონი ყარაბაღის შემდეგ უკრაინაში არ დაბრუნდება, არამედ თურქეთის არმიასთან ერთად საქართველოში შემოვა - ვითომდა, აზერბაიჯანელების დასახმარებლად და ბაქო-თბილისი-ყარსის დასაცავად, რომლის მეშვეობით ბაქო ანკარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. საპასუხოდ სომხები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ააფეთქებენ და რუსეთს იძულებულს გახდიან, სომხებს გამოესარჩლოს - ყარაბაღშიც და საქართველოშიც, რაც საქართველოს საბოლოო დაშლით დამთავრდება: აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის ნაცვლად ქვემო ქართლს მისცემენ, სომხეთი კი სამცხე-ჯავახეთს მიიღებს. საქართველოს გავლით გაიხსნება რკინიგზა რუსეთი-აფხაზეთი-სომხეთი გიუმრიში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზის უწყვეტი მომარაგებისთვის, რომელსაც მთელ გაყოლებაზე რუსი სამხედროები დაიცავენ. აგრეთვე გაიხსნება საავტომობილო ტრასა ჩრდილოეთ კავკასია-საქართველო-სომხეთი, რომელსაც ასევე რუსეთის არმია დაიცავს", - განაცხადა ხიდირბეგიშვილმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner