logo_geo
eng_logo
ილია მეორე: მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც დააარსეს „სოლიდარობის ფონდი“
- +

25 ივნისი. 2017. 14:12



საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, ბევრი სასიკეთო საქმეც კეთდება, განსაკუთრებით კი ონკოლოგიურად დაავადებული ბავშვებისათვის.


ილია მეორემ „სოლიდარობის ფორდის" საქმიანობა აღნიშნა და მადლობა გადაუხადა მათ.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მრავალი განსაცდელი ხდება ჩვენს წინაშე, ბევრი სასიკეთო რამ კეთდება, განსაკუთრებით ონკოლოგიური ავადმყოფობით დამძიმებული ბავშვებისთვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც დააარსეს ეს ფონდი, შრომობენ და ზრუნავენ ჩვენი ბავშვებისთვის", - ბრძანა პატრიარქმა.


ქადაგებისას მრევლს გააცნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „სოლიდარობის ფონდმა" 2014 წლის ივნისიდან დღემდე 10 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება და ონკოლოგიური დაავადების მქონე 400 ბავშვის და 22 წლამდე ახალგაზრდის დაფინანსება შეძლო და მოუწოდეს, ვისაც სურვილი ექნება, ჩაერთოს აღნიშნულ ქველმოქმედებაში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner