საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს თხოვნით მიმართა, გააძლიერონ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს.
უწმინდესმა ღირსი იოანე (თორნიკე) მთაწმინდელის ღვაწლის შესახებ ისაუბრა, რომელმაც, მისი თქმით, ფაქტობრივად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.
„დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მის დღეს და მისი ღვაწლით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს და გაათავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისაგან საქართველო და საქართველოს ეკლესია. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს", - ბრძანა პატრიარქმა.