logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: აი, სადამდე მიგვიყვანა პოლიციელების აბუჩად აგდებამ!...
- +

25 ივნისი. 2017. 14:51



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წუხელ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„წუხელ ტრაგედია დატრიალდა შუა ქუჩაში - 10 გასროლით მოკლეს ახალგაზრდა კაცი და მავანი კვლავ პოლიციას აგინებს! აი, სადამდე მიგვიყვანა პოლიციელების აბუჩად აგდებამ, მობილურებით „კაჩაობამ" და „ლაივების" ჩართვამ. დიახ, ასეთი ინტრიგნული ქმედების გამო, არცერთი პოლიციელი აღარ მიდის რისკზე, საკუთარ სიცოცხლეს და სამსახურს უფრთხილდებიან, რადგან ზუსტად იციან, მათი დამცველი არავინ იქნება, იმის მაგივრად, ვიყოთ კანონმორჩილი, პატივი ვცეთ პოლიციელის მძიმე პროფესიას, მათ დისკრედიტაციას ვცდილობთ - აქციებს ვუწყობთ, კლიპებს ვიღებთ, ძაღლებს ვეძახით და აჰა, ესეც შედეგი, სანამ არ გავითავისებთ, რომ პოლიციელი გმირია, მანამ არავინ შეეწირება ჩვენს გამო კრიმინალს!" - წერს ჯღარკავა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner