გერმანიის ნაციონალური თავდაცვის კომისარი ჰანს-პიტერ ბარტელსი NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს ერთიანი არმიის შექმნისკენ მოუწოდებს.
„საბოლოოდ ევროპული არმია აუცილებლად შეიქმნება", - განაცხადა ბარტელსმა.
გამოცემა „ტელეგრაფი" წერს, რომ გერმანელი მაღალჩინოსნის ეს განცხადება „ბრექსითის" პროცედურის დაწყებას დაემთხვა და იმას ადასტურებს, რომ ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები გააგრძელებენ სამხედრო ინტეგრაციის პროცესს.
დიდმა ბრიტანეთმა არაერთხელ დაბლოკა ინტეგრირებული ევროპული თავდაცვის პოლიტიკა, მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ „ბრექსითის" შემდეგ ლონდონი ვეღარ შეაფერხებს აღნიშნული იდეის რეალიზებას.