მექსიკის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში ტროპიკული შტორმი ჩამოყალიბდა, რომელსაც სინოპტიკოსებმა „დორა" უწოდეს.
შტორმი მექსიკის ქალაქ აკაპულკოდან სამხრეთ დასავლეთით 265 კილომეტრში ჩამოყალიბდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 65 კილომეტრს შეადგენს. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ორშაბათს შტორმი ძალებს მოიკრებს. ელოდებიან, რომ ის სანაპიროს ჩაივლის და რეგიონში კოკისპირულ წვიმებს გამოიწვევს.