logo_geo
eng_logo
მექსიკის სანაპიროს ტროპიკური შტორმი უახლოვდება
- +

25 ივნისი. 2017. 17:06


 

მექსიკის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში ტროპიკული შტორმი ჩამოყალიბდა, რომელსაც სინოპტიკოსებმა „დორა" უწოდეს.


შტორმი მექსიკის ქალაქ აკაპულკოდან სამხრეთ დასავლეთით 265 კილომეტრში ჩამოყალიბდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 65 კილომეტრს შეადგენს. სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ორშაბათს შტორმი ძალებს მოიკრებს. ელოდებიან, რომ ის სანაპიროს ჩაივლის და რეგიონში კოკისპირულ წვიმებს გამოიწვევს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner