logo_geo
eng_logo
ია ანთაძე: ვისაც მართლა გაინტერესებთ, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში...
- +

25 ივნისი. 2017. 17:09


 

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი ია ანთაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მეგობრებო, მოგესალმებით.

 

ვისაც მართლა გაინტერესებთ, რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში, მინდა, ახალი ამბების მომზადების „სამზარეულოში" შეგახედოთ. პირველ რიგში კი იმას ვიტყვი, რომ „მოამბე" ერთადერთი გადაცემაა, რომლის მართვაშიც ახალი და ძველი მენეჯმენტი ერთად მონაწილეობს. ეს არის ჩვენი პირველი ერთობლივი პროდუქტი.

 

ნიუსრუმში ყოველდღე ორი თათბირი იმართება: 11.00-ზე და 16.00-ზე. ორივე თათბირზე იგეგმება მიმდინარე და მომავალი დღის ყველა თემა, მათი თანმიმდევრობა, მათი აქცენტები. ამ თათბირებში აუცილებლად მონაწილეობს დაახლოებით 20 ადამიანი: სუპერდესკი (მართვის ზედა რგოლი), დამგეგმავები და რადარები, მიმართულებების და გამომშვები პროდიუსერები, რადიოს და ანალიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები. თითოეული თათბირი, სულ მცირე, ერთ საათს გრძელდება.

 

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ ამაზე მეტი გამჭვირვალება და სწორი/დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების გარანტი არ არსებობს.

 

ახალი სეზონიდან დაგეგმვის თათბირებს შემოუერდებიან პოლიტიკური გადაცემების პროდიუსერებიც და მათი საქმიანობაც (გადაცემების თემა, სტუმრები, აქცენტები) აქ - ყველას მონაწილეობით - დაიგეგმება.

 

ასე რომ, მთელი ეს facebook-ვარამი საზოგადოებრივ მაუწყებელზე - მის მიერ დაკარგულ თუ დასაკარგ დამოუკიდებლობაზე - სინამდვილეში, რეალობას მთლიანად არის აცდენილი. ამას ხვდება ყველა, ვინც „მოამბეს" უყურებს. საქართველოში არ არსებობს ნიუსრუმი, რომელიც ჩვენს ნიუსრუმთან თუნდაც მიახლოებული გამჭვირვალებით და დამოუკიდებლობით იმართებოდეს. მე დავასრულე", - წერს ანთაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner