Daily Star-ის ინფორმაციით, ესპანეთის სამხრეთით, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის 2100-ზე მეტი ადამიანია ტერიტორიიდან გაყვანილი.
ცეცხლი ანდალუსიას სანაპიროზე მდებარე ტყეში სავარაუდოდ წუხელ გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის ჩაქრობას 20 ვერტმფრენი და ათობით სახანძრო მანქანა ცდილობს.