logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვიმოქმედეთ ზუსტად...
- +

25 ივნისი. 2017. 21:17



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესი შეაჯამა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც არსებული კონსტიტუციის შეცვლა გახდა საჭირო. კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის ორი ძირითადი ამოცანა იყო კონსტიტუციის სამართლებრივად გასწორება და დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება.


„ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ ჩვენს ძირითად კანონს, საქართველოს კონსტიტუციას აუცილებლად მოვიყვანდით სამართლებრივ პრინციპებთან შესაბამისობაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ჩვენი პროგრამული დაპირებაც. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ პრემიერმა განაცხადა შესაბამისი კომისიის შექმნის თაობაზე და ამის შემდეგ შეიქმნა პარლამენტის დადგენილებით შესაბამისი კომისია, რომელსაც პარლამენტმა დააკისრა ორი ძირითადი ამოცანა. პირველი ამოცანა არის სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა. ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნა ცხადყოფს იმას, რომ დღევანდელი კონსტიტუცია სამართლებრივ პრინციპებთან  ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია. მათ შორის ეს ეხება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რომელიც თანამედროვე დემოკრატიული კონსტიტუციის ქვაკუთხედია. პირველი ამოცანა, ეს იყო სამართლებრივი ხარვეზების გასწორება და მეორე - დღევანდელი კონსტიტუცია აყალიბებს ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობის სისტემას და ჩვენი მეორე ამოცანა, რომელიც პარლამენტმა დაგვისახა, იყო სწორედ ამ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემად. ეს იყო ორი უმთავრესი ამოცანა, რომელიც პარლამენტმა დაგვისახა და ჩვენ ვიმოქმედეთ ზუსტად. ამის საფუძველზე შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სადაც წარმოდგენილი იყო 73 წევრი - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები, კონსტიტუციური ორგანოები და ინკლკუზიური პროცესის საფუძველზე, ფართო ჩართულობით მომზადდა ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელსაც უკვე მეორე მოსმენით ეყარა კენჭი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner