logo_geo
eng_logo
პელე საქართველოში 26 ივნისიდან 15 ივლისამდე ჩამოვა
- +

7 აპრილი. 2016. 16:55


ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე საქართველოში მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის მატჩებს დაესწრება.


პელეს საქართველოში  ვიზიტთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს ასოციაცია „არგენტინის სახლი საქართველოში", რომელიც ტურნირზე დასასწრებად, ასევე იწვევს FIFA-ს - ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო პრეზიდენტს  დოქტორ  ჯანი ინფანტინოს.


მათი ინფორმაციით, პელე დაესწრება არგენტინის, ბრაზილიის, ურუგვაისა და საქართველოს ახალგაზრდულ გუნდებს შორის ტურნირის მატჩებს.



ეს ტურნირი ეძღვნება ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნას, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული და მსოფლიო ფეხბურთის განვითარების საქმეში. ტურნირი ჩატარდებაპელეს თასზე", - აცხადებენ ასოციაციაში.



აღნიშნული  პროექტი ეკუთვნის „არგენტინის სახლს საქართველოში", რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და „მერკოსურის" ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად ხელს შეუწყობს ქართული ფეხბურთის  პოპულარიზაციას, რომლის ტელერეპორტაჟებიც გადაიცემა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.



ტურნირის ხარჯთაღრიცხვაში შედის, FIFA-ს პრეზიდენტის პირადი მოწვევა  ხუთ თანმხლებ  პირთან ერთად პელეს ვიზიტისას საქართველოში.



ღონისძიებებს დაესწრებიან საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანზორ კავაზაშვილი და გიორგი სიჭინავა. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner