logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება
- +

25 ივნისი. 2017. 22:06



საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ღია ეთერში საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ისურვა, რადგან მას სათქმელი არაფერი აქვს.

 

„რაც უფრო მეტად შედიოდა პრეზიდენტი ჩიხში, სამწუხაროდ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც ბუნებრივია, არ შეშვენის ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურსრაც უფრო მეტად შედიდო პრეზიდენტი ჩიხში, სამწუხაროდ, მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც ბუნებრია არ შეშვენის ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურს. მე საგანგებოდ შევთავაზე პრეზიდენტს, რომ ერთად დავმსხდარიყავით ძალიან მარტივ ფორმატში, საზოგადოების წინაშე ღია ეთერში და ერთად გვესაუბრა ამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ასეთ ფორმატში ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი მაყურებელი ძალიან მარტივად დარწმუნდებოდა იმაში, რომ არა მარტო კონსტიტუციასთან მიმართებით, არამედ არც ერთ მუხლთან მიმართებით ჩვენ არ გვაქვს უკუსვლა, ყველა მუხლთან მიმართებით ჩვენ გვაქვს მხოლოდ წინსვლა. ძალიან მარტივად დავარწმუნებდით ამაში საზოგადოებას, თუმცა ბუნებრივია ეს არ შედის პრეზიდენტის ინტერესებში, რომელიც ექვს თვის განმავლობაში აკრიტიკებდა პროცესს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ პროცესი იქნებოდა წარუმატებელი და გადაწყვიტა საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერა ამ პროცესის წარუმატებლობაზე, თუმცა საბოლოო ჯამში შევიდა ჩიხში, როდესაც ეს ექვსთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა. რაც უფრო მეტად შედიდო პრეზიდენტი ჩიხში, სამწუხაროდ მით უფრო აგრესიული ხდებოდა მისი მოქმედება, რაც ბუნებრია არ შეშვენის ქვეყნის, სახელმწიფოს მეთაურს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, საუბარი იყო მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოების წინაში პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტს ერთად ესაუბრათ კონსტიტუციასთან დაკავშირებით.


„თუმცა გარწმუნებთ, რომ პრეზიდენტი ვერ მოვა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მას სათქმელი არაფერი აქვს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner