logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა კახა კალაძეზე: მიხარია, რომ ჩემი თბილისის ღირსეული მერი იქნება!
- +

25 ივნისი. 2017. 23:35


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„2012 წლის ივნისი, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების გუნდის კაპიტანს კახა კალაძეს, იმდროინდელმა ხელისუფლებამ უარი უთხრა გამოსამშვიდობებელი მატჩის მოწყობაზე, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ კახა ოპოზიციაში გამოჩნდა! პირველად ჩემს გადაცემაში შედგა ჩვენა შეხვედრა. მაშინ მე სოლიდარობის ნიშნად მისი მაისურით წავიყვანე გადაცემა და ეთერის ბოლოს ვთხოვე, მაისურზე ხელმოწერა დაეტოვებინა. აი, ეს ხელმოწერაც, დღემდე ვინახავ, მას მერე ბევრი დრო გავიდა კახა მინისტრი გახდა, მე მისი სამინისტროს ერთ-ერთი დაქვემდებარებული კორპორაციის პიარი, ჩვენი გზები კვლავ შეიყარა, რამდენი მცდელობა იყო ჩვენს შორის მავანთა ხელით ურთიერთობა დაძაბულიყო, რა არ ეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს! არ მახსენდება დღის და ღამის არცერთი მონაკვეთი, მე კახასთან მესიჯი გამეგზავნოს და მას არ ეპასუხოს, არ მახსენდება არცერთი თხოვნა მე მისთვის მეთხოვს, მას უარი ეთქვას, არ მახსენდება არცერთი ჩვენი შეხვედრა სითბოს და სიყვარულის გამოხატვის გარეშე ჩაევლოს! კახა არის ადამიანი, რომელიც ცოტას საუბრობს და ბევრს აკეთებს, კახა არის ის ადამიანი, რომ გაგიღიმებს და ყველაფერია ნათქვამია. კახა არის მინისტრი, რომელიც უყვარს ყველა თანამშრომელს, უშუალო, თბილი, ყურადღებიანი... კახა არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი, რომელსაც მსოფლიო უკრავდა ტაშს. ხვალ ახალი წარმატება ელის, ახალ ამპლუაში დგამს ნაბიჯებს... გული მწყდება, რომ აღარ იქნება ჩემი მინისტრი, მაგრამ მიხარია, რომ ხვალ, ჩემი თბილისის ღირსეული მერი იქნება! მადლობა კახა, მადლობა ამ წლებისთვის და ამ ურთიერთობისთვის, მადლობა მეგობრობისთვის, მადლობა იმ სიყვარულისთვის, რასაც ყოველთის ვგრძნობდი შენგან და შენი ანუკისგან! ეს მაისური და ხელმოწერა კი დარჩება ჩემს ოჯახში, ეს უკვე ისტორიაა! წარმატებები კახას! კახა ყველგან კაპიტანია!" - წერს ჯღარკავა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner