logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე, როგორც მოწმეზე შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
- +

26 ივნისი. 2017. 00:08



პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.


როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე დაიწყო.


„2017 წლის 25 ივნისს ქ. თბილისში პროკურატურის საგამოძებო ნაწილში დაიწყო გამოძიება მოწმეზე განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის პირველი ნაწილით. გამოძების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადება, რომელშიც იგი მიუთითებს, რომ მასზე, როგორც ბრალდების მხარის მოწმეზე, მსჯავრდებულ ი. ფირცხალავას მხრიდან ხორციელდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს მის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლას", - აცხადებენ პროკურატურაში.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner