15 აგვისტოს, Check in Georgia-ს ფარგლებში Black Sea Arena-ზე „ბრავო რექორდსისა" და Altervision Group-ის ორგანიზებით, ირაკლი ჩარკვიანის საღამო - „ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია" გაიმართება.
საღამოს მსვლელობისას, მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შესრულდება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით,
სტეფანე,
ოთო ნემსაძე,
გვანცა ჯაფარიძე,
ნინა სუბლატი,
ლევან მასპინძელაშვილი,
მარიკო ლეჟავა,
მაია დარსმელიძე,
თიკა ბალანჩინი & New One Band,
SOFT EJECT,
GREEN ROOM,
NEW ONE
რობი კუხიანიძე & OUTSIDER,
LoudSpeakers
EKO & VINDA FOLIO.
„ძალიან მიხარია, რომ ამ პროექტს ვაკეთებთ. ყოველთვის გვინდოდა ქართველი შემსრულებლებისთვის დაგვეთმო ბლექ სი არენას სცენა და დიდი ფიქრის შემდეგ მივხვდით, რომ სწორედ ირაკლი ჩარკვიანი იქნებოდა ის ადამიანი, ვინც მთელ საქართველოს და 8 ათასზე მეტ ადგილიან დარბაზს გაავსებდა. იმედი გვაქვს სულ უფრო და უფრო მეტი ქართველი შემსრულებლის კონცერტით გავანებივრებთ მაყურებელს", - ამბობს black sea arena-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი.
კონცერტის მსვლელობის დროს, სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ირაკლის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციები გავა, საღამოს წამყვანი კი მომღერლის მამა გელა ჩარკვიანი იქნება.
ბილეთების ონლაინ შეძენა შესაძლებელია საიტზე biletebi.ge. ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი კი 60 ლარია.