უკრაინის რადას დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს ნიკოლაევში შეხვედრის დროს, კვერცხები დაუშინეს. ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავჩენკოს ნაციონალისტური შეხედულებების მქონე აქტივისტებმა ესროლეს კვერცხები და იგი რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულეს.
ადრე სავჩენკოსთვის კვერცხების სროლა ოდესაში სცადეს.
2016 წლის მარტში, ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთმა დონბასში მკვლელობასთან კავშირის გამო 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2016 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ის შეიწყალა, რის შემდეგაც სავჩენკო უკრაინაში დაბრუნდა.
ამის შემდეგ სავჩენკოს განცხადებები რუსეთთან და ევროპასთან მიმართებაში შეიცვალა. მაგალითად, უკრაინა-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, უკრაინელი პოლიტიკოსები გააკრიტიკა და მათ "სამარცხვინოები" უწოდა,
სავჩენკომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მაგალითიც მოიყვანა:
„პუტინი მსოფლიოში არ უყვართ. მაგრამ მას რუსეთში უჭერენ მხარს. მთელი მსოფლიოც ამიტომ უწევს ანგარიშს", - განმარტავს სავჩენკო.