logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

26 ივნისი. 2017. 10:23



შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს  თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში  დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულების  პირადი  ჩხრეკისას,  ვალტერის სისტემის პისტოლეტი,  მაკაროვის სისტემის  ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი  და 19     საბრძოლო ვაზნა   ამოიღეს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის  მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner