კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 31 დაკარგულად ითვლება.
დაზუსტებული ინფორმაციით, გემზე 170 ადამიანი იმყოფებოდა.
გემი El Almirante ქალაქ გუატაპესთან მახლობლად ჩაიძირა. გემის ჩაძირვის მომენტი თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ და სამაშველო სამსახურებმა წყლიდან დაახლოებით ასი ადამიანი გამოიყვანეს.
გემის ჩაძირვის მიზეზები უცნობია. აღსანიშნავია, გემის მგზავრებს მაშველი ჟილეტები არ ჰქონდათ.