logo_geo
eng_logo
კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაკარგულად ითვლება
- +

26 ივნისი. 2017. 10:40



კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 31 დაკარგულად ითვლება.


დაზუსტებული ინფორმაციით, გემზე 170 ადამიანი იმყოფებოდა.


გემი El Almirante ქალაქ გუატაპესთან მახლობლად ჩაიძირა. გემის ჩაძირვის მომენტი თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ და სამაშველო სამსახურებმა წყლიდან დაახლოებით ასი ადამიანი გამოიყვანეს.


გემის ჩაძირვის მიზეზები უცნობია. აღსანიშნავია, გემის მგზავრებს მაშველი ჟილეტები არ ჰქონდათ.


Description: Rescue officials gather to take part in a search for survivors

 

 

Description: Colombian President Juan Manuel Santos (centre) answers questions from reporters

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner