პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა. დაშავებულია 110 ადამიანი.
დაშავებულები საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას. 51 ადამიანს 70%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული, რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბენზინმზიდი ჯერ გადაბრუნდა და შემდეგ აალდა. მანქანის გადაბრუნებისთანავე ადგილობრივებმა დაღვრილი ბენზინის შეგროვება დაიწყეს.
თვითმხილველების თქმით, ბენზინის აალების მიზეზი, შესაძლოა, სიგარეტი იყო, რომელსაც ავარიის ადგილზე მისული რამდენიმე ადამიანი ეწეოდა.