ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაიკითხებიან.
„დღეს დაიკითხებიან აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ის ადამიანები, ვის თვალწინაც და ვისი მონაწილეობითაც ამოვიღეთ ბრალდებულის ბარგი. დღეს გამოირიცხება უსაფუძვლო განცხადებები ციანიდის ჩადებაზე. დღევანდელი მოწმეები დაადასტურებენ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად იყო და ბრალდებულის მიერ ჩაბარებული ბარგი უახლოეს პერიოდში მათივე თანდასწრებით ამოვიღეთ და დავლუქეთ. შესაბამისად, ვერანაირი მანიპულაცია ვერ მოხდებოდა", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.