logo_geo
eng_logo
შალვა გაჩეჩილაძე ცხენოსნობაში მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულია
- +

26 ივნისი. 2017. 14:16



22-25 ივნისს, კაჭრეთის „ამბასადორმა" უმასპინძლა მსოფლიოს თასის ეტაპს, კავკასიის ლიგის გათამაშებას ცხენოსნობაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანის და უკრაინის 20-მა ცხენოსანმა. შეჯიბრება ჩატარდა დაბრკოლებების გადალახვაში.


ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ორ დისციპლინაში - პატარა კლასში და რთულ კლასში. პატარა კლასში ჩემპიონი გახდა თორნიკე პაპიშვილი, ვერცხლის მედალი გეგი მეტონიძემ დაისაკუთრა, ხოლო ბრინჯაო გიორგი ძინძიბაძემ. რთულ კლასში ოქროს მედალი მოიპოვა შალვა გაჩეჩილაძემ, მეორე აზერბაიჯანელი ლაშა სამედოვი იყო, მესამე ასევე აზერბაიჯანელი რაჰიდ ისმაილოვი.


კავკასიის ლიგა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, საუკეთესო შედეგის მქონე ერთი სპორტსმენი მოიპოვებს მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის საგზურს, რომელიც 2018 წელს ჩატარდება. მსოფლიოს თასის მომდევნო ეტაპს თბილისი სექტემბერში მიიღებს.


Description: C:UsersREP11DownloadsTMN_7238.jpg

 

 

Description: C:UsersREP11DownloadsTMN_7512.jpg

 

 

Description: C:UsersREP11DownloadsTMN_7869.jpg

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner