logo_geo
eng_logo
მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი გამოკითხეს
- +

26 ივნისი. 2017. 15:44



თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ომის მონაწილე ზაზა ქვარაია ქალაქის პროკურატურამ ქორეპისკოპოსი იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოკითხა. აღნიშნულ ინფორმაციას ქვარაია „კურიერთან" სატელეფონო საუბარში თავად ადასტურებს.


ზაზა ქვარაია „კურიერთან" საუბრისას არ უარყოფს, რომ მეუფე იაკობის სანახავად ბოდბისხევში მართლაც იყო ჩასული და მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. სასულიერო პირისთვის იმ პრობლემების მოგვარება უნდა ეთხოვა, რომელიც თავდაცვის სამინისტროში შეექმნა, რადგან მეუფე იაკობი ერისკაცობაში სამხედრო მოსამსახურე იყო.


მეუფე იაკობთან დაკავშირებული ისტორიის გამო, ზაზა ქვარაია თავდაცვის სამინისტროდან დროებით გაათავისუფლეს და კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს. თუმცა, ქვარაიას ინფორმაციით, ის სამსახურში უკვე აღადგინეს.


ის, რომ ქვარაიას გამოკითხვა მეუფე იაკობის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ნამდვილად მოხდა ადასტურებენ პროკურატურაშიც. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ასევე გამოიკითხა ყველა ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან შესაძლო კავშირი ქონდა, თუმცა მასალების არარსებობის გამო, ძიება არ დაწყებულა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner