logo_geo
eng_logo
გურიაში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა
- +

26 ივნისი. 2017. 15:47



გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრაზე განხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამა წლის სექტემბრის თვეში, გურიაში, პროფესორ ჰარალდ ფეჰლანერის ხელმძღვანელობით ჩამოვა 18 მაგისტრატურის სტუდენტი ინგოლშტადტის ტურიზმის ინსტიტუტიდან, რომლებიც სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ადგილზე განახორციელებენ რეგიონში შეუსწავლელი ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველად კვლევას მუნიციპალიტეტებში.


აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის. შეხვედრაზე, ასევე, გადაწყდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტებთან და გურიის რეგიონის გუბერნიის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნა.


შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის გუბერნატორის მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაცია AIEST-ის პრეზიდენტი პროფესორი ჰარალდ ფეჰლანერი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი მანანა ვარძელაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ლეილა თუმანიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმ-ნაკრძალებისა და მუზეუმების მართვის და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი დავით ჭეიშვილი, მდგრადი ტურიზმის განვითარების კონსულტანტი, ბრენდორ ქონსალტინგი მაკა აფხაზავა და ტურიზმის მარკეტინგის სფეროში მომუშავე საკონსულტაციო კომპამია BRANDOR Consulting-ის პარტნიორი გაგა გოგიჩაიშვილი.


აღსანიშნავია, რომ პროფესორ ფეჰლანერის თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის - Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტისა (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.


http://www.eurac.edu/en/pages/default.aspx


Description: https://fb-s-b-a.akamaihd.net/h-ak-fbx/v/t34.0-0/p480x480/19489465_1581341708596746_678949996_n.jpg?oh=422c322c989bb565cf7bc4505ad25b0e&oe=595313A0&__gda__=1498644299_67bda85682c592527f39bca7500b0a66

.

 

Description: https://scontent-sof1-1.xx.fbcdn.net/v/t34.0-12/19512241_1581341895263394_1306744021_n.jpg?oh=1253e2bde889d9a7e4448c62ebce9fbf&oe=5953043C

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner