logo_geo
eng_logo
„მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი „დეზოდორის“ თავსახურში ჰქონდა დამალული და სურდა, დაემალა, მაგრამ დაუვარდა და ყველამ დავინახეთ“
- +

26 ივნისი. 2017. 16:01



ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბრალდებულს სურდა საკუთარი ხელით გაეხსნა „დეზოდორი", სადაც მალულად ჰქონდა ციანიდი და ისე დაემალა ის, რომ გამოძიებას ვერ ენახა. თუმცა მას შემთხვევით დაუვარდა ის და ეს მოწმეებმაც დაინახეს.


წიკლაურის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე მოწმეებმა ისაუბრეს იმ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც მოხდა მამა გიორგი მამალაძის ბარგის დალუქვა აეროპორტში და მათივე თანდასწრებით უკვე საგამოძიებო უწყებაში დალუქული და დაუზიანებელი ბარგის შემოწმება.


პროკურორის თქმით, პროკურატურაში შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ დეკანოზ მამალაძეს ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი ჰქონდა.


მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღოდეზოდორი", რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner