logo_geo
eng_logo
წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის დღესთან დაკავშირებით, პროკურორებისთვის და გამომძიებლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- +

26 ივნისი. 2017. 16:56



წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 26 ივნისს პროკურორებისთვის და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისთვის  სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ღონისძიება ქ. თბილისის პროკურატურაში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით ჩატარდა.  შეხვედრას ესწრებოდა 20-მდე პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, რომლებიც იძიებენ და საპროცესო ხელმძღვანელობას უწევენ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებს.


 შეხვედრაზე  განხილული იქნა სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის საკითხებზე საერთაშორისო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა. ასევე გაანალიზდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ აღნიშნულ თემაზე საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებები.


 საქართველოს პროკურატურისთვის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლთა დაცვა და აღნიშნულ ფაქტებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამოძიების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით, პროკურატურის მიერ მუშავდება სახელმძღვანელო, რომელშიც გაანალიზდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთან მიმართებით გამოტანილი გადაწყვეტილებები. სახელმძღვანელოს შემუშავების შემდგომ, მისი პრაქტიკაში დანერგვის მიზნით, პროკურორები და გამომძიებლები შესაბამის გადამზადებას გაივლიან.


საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ევროკავშირს და მის მიერ დაფინანსებულ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტს აღნიშნული შეხვედრის ორგანიზებისა და სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში გაწეული დახმარებისთვის.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner