„მინდა ყველას მოგილოცოთ სოფლისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება, განსაკუთრებით, კი თქვენ ქვაბღელებს, რომლებმაც ამ სტატუსის მოსაპოვებლად ძალები არ დაიშურეთ",- მიმართა გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ქვაბღის მოსახლეობას.
გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, 25 ივნისს, ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის გამგებელთან ირაკლი კუჭავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ქვაბღის მოსახლეობას შეხვდა.
გუბერნატორმა და გამგებელმა ადგილობრივებს რამაზან ბაირამის დღესასწაული და სოფლისთვის მაღალმთიანი სტატუსის მინიჭება მიულოცეს. ისინი იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ, მოსახლეობას სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ აქტიურობისკენ მოუწოდეს.
ადგილობრივებმა შეხვედრაზე ყურადღება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილეს. გუბერნატორმა კი მათ დახმარება და პრობლემების დროული აღმოფხვრა დაჰპირდა.