logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: „რესპუბლიკელები“ არჩევნებზე ცალკე ვერ გავლენ, რადგან იციან თავიანთი რეიტინგი!
- +

19 თებერვალი. 2016. 18:22


„გოგი თოფაძეს გააჩნია პირადი აზრი და მან ეს საჯაროდ გამოთქვა, ამის სრული უფლება აქვს", - გამოეხმაურა უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პარლამენტის წევრს გოგი თოფაძის განცხადებას. თოფაძე ამბობს, რომ „მურვან ყრუ არ სძულდა ასე საქართველოს მოსახლეობას, როგორც „რესპუბლიკელები".

 

 „რეპორტიორთან" საუბრისას კაკაბაძე ამბობს, რომ თოფაძეს ექნება არგუმენტები, რატომ ფიქრობს ასე და მას უნდა მოუსმინონ.



„გოგი თოფაძეს გააჩნია პირადი აზრი და მან ეს საჯაროდ გამოთქვა, ამის სრული უფლება აქვს. თოფაძეს, ალბათ, აქვს არგუმენტები და უნდა მოუსმინონ, რატომ ფიქრობს ასე. „რესპუბლიკელები" არჩევნებზე ცალკე ვერ გავლენ, რადგან იციან თავიანთი რეიტინგი საზოგადოებაში. „რესპუბლიკელების" გადარჩენის და ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი შანსი ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში ყოფნაა", - განაცხადა კაკაბაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner