logo_geo
eng_logo
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ განცხადებას ავრცელებს
- +

7 აპრილი. 2016. 18:07




„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ხელმძღვანელობასა და მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013"-ს შორის ინტენსიურად გრძელდება მოლაპრაკებები მემანქანეების მხრიდან დასმულ მოთხოვნებთან დაკავშირებით.



კომპანია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მოთხოვნებზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში არსებობს რესურსი იმისთვის, რომ საბოლოოდ მიღწეული იყოს კომპრომისი „ერთობა 2013"-თან, რომელიც დააკმაყოფილებს, როგორც მემანქანეებს, ასევე არ დააზარალებს კომპანიას და არ გამოიწვევს ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შეფერხებას. აქედან გამომდინარე, შემათანხმებელი პროცედურების გაგრძელების მიზნით, კომპანიამ მიმართა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება „გაფიცვის გადადების/ შეჩერების შესახებ".



თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მოთხოვნა 30 კალენდარული დღის ვადით გაფიცვის გადადების თაობაზე დაკმაყოფილდა, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნულ პერიოდში საგაფიცვო მოქმედებების განხორციელება ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობად და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას.



სატრანსპორტო კომპანია თავის მხრივ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, აღნიშნულ პერიოდში მემანქანეების მოთხოვნებთან დაკავშირებით, გააგრძელოს ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგი კომპრომისული შეთანხმების მიღწევამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner