გურჯაანში მსუბუქი მანქანა აფეთქდა. შემთხვევა კურორტ ახტალას მიმდინარე ტერიტორიაზე მოხდა.
imedinews-ის ინფორმაციით, "გოლფის" მარკის ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მანქანაში მძღოლი და ერთი მგზავრი იმყოფებოდა.
მათ გადმოსვლა დროულად მოახერხეს. შეთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურება გულისხმობს.