logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: ათწლეულის განმავლობაში უამრავ ტყუილს ავრცელებდა... დღეს კი გვეუბნებიან, რომ პატიოსანი ადამიანია…
- +

27 ივნისი. 2017. 00:12



პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი ლევან ლორთქიფანიძე თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში ადამიანი პირდაპირი ეთერის საშუალებით, ყოველდღიურად უამრავ ტყუილს, დეზინფორმაციას, მოქალაქეთა დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ და გამანადგურებელ ცნობას ავრცელებდა. ხელისუფლების სისასტიკისათვის ლეგიტიმაციის მიმნიჭებელ დაწესებულებაში მუშაობის დროს არასდროს უგრძვნია თავი უხერხულად, წარბიც კი არასდროს შეტოკებია, თავისუფლად იღებდა სხვა ტელევიზიებისა და ჟურნალისტების შეზღუდვის ხარჯზე გაასკეცებულ გასამრჯელოს.

 

დღეს კი გვეუბნებიან, რომ ის პატიოსანი და განათლებული ადამიანია. ვერ გეტყვით, სუფლიორიდან ყველაფრის, ნებისმიერი საშინელების წამკითხავ ადამიანს ეს არ ეტყობა.

 

ზ.უ. არ არის თბილისის მერობის კანდიდატი.

 

ზ.უ. თბილისის მერობის არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის სათუო კანდიდატია.

 

არჩევნებიდან არჩევნებამდე წარუმატებელი, ოთხ ნაწილად გახლეჩილი, უკრაინაში თავისი ლიდერის პოზიციების მიწასთან გასწორების გამოწვევის წინაშე მდგარი „ენმ"-ს მთავარი მიზანი მეორე ადგილია, ისინი თავიანთი რესურსებიდან გამომდინარე მხოლოდ ამაზე ოცნებობენ, მათთვის მთავარია „ევრონაცებმა" არ შეუშალონ ხელი. „ევრონაცების" გამარჯვებაც მხოლოდ „ენმ"-ს დაჯაბნა იქნება.

 

მოკლედ, „ნაცები" და „ევრონაცები" ერთმანეთის კონკურენტები არიან და არც ერთს არ აქვს სხვა, უფრო დიდი, გამარჯვების ამბიცია. მათ წინასწარ იციან, რომ დამარცხებულები არიან", - წერს ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner