logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ეტყობა, რაც ასაკში შედის, უფრო ეშვება ჭანჭიკები
- +

27 ივნისი. 2017. 02:28


 


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არ ვიცი, არა, ვერ გავიგე, ვერ მივხვდი, არ მესმის, ან მე გავგიჟდი, ან კიდევ ესენი აღარ არიან ნორმაზე... ისეთი რაღაცები ხდება დედამიწაზე, გაოგნებასაც ვეღარ ვახერხებ, ეს ყველაფერი გაოგნების პარამეტრებშიც კი ვეღარ ჯდება... ხან ვფიქრობ, რა ხდება, დავიჯერო, გაოცების უნარი დამიჩლუნგდა? საერთოდ დავკარგე? იქნებ საერთოდ სერიოზულობა თავად დედამიწამ დაკარგა? იქნებ საერთოდ შეიცვალა ადამიანის აზროვნება და ისე გამარტივდა, რომ მე და ჩემნაირებს ტყუილად გვგონია ეს სიმარტივე სისულელე და არანორმალურობა?!

 

არ ვიცი, ვეღარ ვიგებ... აგერ, მიხეილი, ჩვენი პრეზიდენტყოფილი, ავად თუ კარგად, ჩვენი ყოფილი პირველი პირი ტანზანიაში გავარდა, შავ ხალხში გაერია და იძახის, ამ სახელმწიფოს მინისტრებს, მთავრობას კორუფციასთან ბრძოლის რეცეპტებს ვუზიარებო. ვიცი, როგორ არ ვიცი, ეს ადამიანი თავიდანვე ვერ იყო ჯანზე, მაგრამ ეტყობა, რაც ასაკში შედის, უფრო ეშვება ჭანჭიკები. რა კორუფციის რეცეპტებს უზიარებ აფრიკელებს, შე საცოდავო, თამაშობ თუ გათამაშებენ? ან კი ვის სჭირდება შენი რეცეპტები, როცა სისხლზე და ვაებაზე ააგე შენი მოღვაწეობა და ასი ათასობით ადამიანს გაუმწარე სიცოცხლე, დაუნგრიე ცხოვრება?!

 

პრინციპში, მართალი ხარ, მიხავ, მხოლოდ აფრიკელები თუ დაგიგდებენ ყურსა, მეტი აღარავინ გისმენს. ეგენიც დაგიგდებენ რა, უბრალოდ დასხდებიან საღამოობით, ააშიშხინებენ მწვადსა, დასცხებენ ბუკსა-ნაღარას, აცეკვდებიან ტამტამების თანხლებით და ასე აღნიშნავენ თეთრი კაცის ჩასვლას მათ სამშობლოში. თეთრი კაცი რა, ეს გარეგნულად, თორემ გული რომ შავი აქ, რა ჯანდაბა იციან?!

 

რა კორუფციის რეცეპტი, ტარზან, საკუთარ ქვეყანაში აღარ გიშვებენ, მეორე სამშობლოდან - უკრაინიდანაც გაგდებენ, ეგეც არ იცი, რამე რომ იყოს, სიდედრიანებში (ჰოლანდიაში) შეგიშვებენ? შემ ისე ურევ ყველგან სიტუაციას, ისე იბრიქები საქულას პენისივით, არა მგონია, შეგიშვან!

 

ჰოდა, რა ხდება მსოფლიო პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც გრანდები წავიდნენ? რა ხდება და უკვე დამყარდა სირთაოზული მდგომარეობა! არ ვიცი, დავიჯერო, ეს არის სამყაროს დასასრული თუ ისევ მობრუნდებიან დეგოლები და ტალეირანები? რა ვიცი, რა ვიცი!" - წერს ზედელაშვილი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner