logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ირაკლი მამალაძემ ქვეყანა პირადი საქმის გამო დატოვა
- +

27 ივნისი. 2017. 10:47


საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა.


მისი განცხადებით, მოწმემ საქართველოს გარკვეული პერიოდით დატოვების შესახებ, პროკურატურას აცნობა.


მთავარი პროკურორის თქმით, მთავარი მოწმის მხრიდან ქვეყნის დატოვების მოტივი „მისი პირადი საქმეა".


მთავარმა პროკურორმა ასევე უპასუხა შეკითხვას „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებითაც, კერძოდ, ადვოკატების განცხადებას, რომლის მიხედვით, ციანიდის ამოღების პროცესი ვიდეოთი გადაღებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

 

ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება კანონის მკაცრი დაცვით არის ჩატარებული. სპეკულირება, რომ რაღაც საპროცესო ნორმების დარღვევით არის ჩატარებული, სიცრუეა", - განაცხადა ირაკლი  შოთაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner