logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: ქართული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანული მხარისგან დაკითხვის თაობაზე პასუხს ელოდება
- +

27 ივნისი. 2017. 11:02


საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართული მხარე აფგან მუხთარლის საქმეზე აზერბაიჯანული მხარისგან დაკითხვის თაობაზე პასუხს ელოდება


შოთაძის თქმით, საქართველოში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, რის ფარგლებშიც დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებული გარე სათვალთვალო კამერები.


საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ რაც მოხდება მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანში ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner